საკალათბურთო „ევროთასის“ გათამაშების, მეორე ჯგუფურ ეტაპზე, მორიგი მატჩი გამართა „რეჯიო ემილიამ“.
მეორე ტურში, მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა, ლიონში ადგილობრივ „ვილერბანთან“ ანგარიშით 64-68 წააგო. თანაბარი თამაშის ბედი, ბოლო წამებზე გადაწყდა, სადაც მასპინძლებს უფრო გაუმართლათ.
იტალიური კლუბის ქართველმა ლეგიონერმა, 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი გააკეთა. მარკოიშვილმა, 7 დან 3 სამქულიანი და 2 დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
სტუმართა შორის საუკეთესო, ამადეო დელა ვალე გახლდათ 17 ქულით. ორი ტურის შემდეგ, რეჯიო კალაბრიელებს თითო მოგება-წაგება აქვთ და ჯერჯერობით მეორე ადგილზე იმყოფებიან. მესამე ტურში, მასიმილიანო მენეტის გუნდი, ყაზანის „უნიქსს“ სტუმრად დაუპირისპირდება