დაახლოებით ორ კვირიანი პაუზის შემდეგ, მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს დაუბრუნდა. მცირე ტრავმით გამოწვეული შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, „რაჯინას“ საკალათბურთო ევროთასის მატჩში დაეხმარა.
მეოთხედფინალური სერიის პირველ დაპირისპირებაში, რაჯიო კალაბრიელებმა, საკუთარ მოედანზე, სანქტ პეტერბურგის „ზენიტი“, ანგარიშით 75-61 (ვიდეო) დაამარცხეს და სერიაში დაწინაურდნენ. მანუჩარმა, ძირითად ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 20 წუთში, საკუთარ გუნდს: 9 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.
იტალიურ კლუბს, ჯალენ რეინოლდსმა ულიდერა 19 ქულით და 11 მოხსნით. 15 ქულა მიითვალა აქტივში ამდეო დელა ვალემ. ამ გუნდების მეორე დაპირიპისპირება, საქნტ პეტერბურგში, 9 მარტს შედგება. შეგახსენებთ, რომ სერია ორ მოგებამდეა.
მეოთხედფინალური სერიის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ლოკომოტივი-გრან კანარია 79-74
დარუშაფაკა-ბუდუჩნოსტი 57-54
ბაიერნი-უნიქსი 83-75