„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა , – იტყობინება RMC.
ფეხბურთელის ახალი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ვერატის აგენტი მინო რაიოლა მოლაპარაკებებს ახალ კონტრაქტზე რამდენიმე თვე აწარმოებდა და ახლა, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
26 წლის ვერატი „პარი სენ-ჟერმენში“ 2012 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში, მან პარიზული კლუბის შემადგენლობაში 290 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და 48 შედეგიანი პასი შეასრულა. მისი წინა ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.