„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვს. იტალიელ ფეხბურთელს არ დაუზუსტებია, როდის აპირებს შესაბამისი დოკუმენტების შეგროვებას.
„პარიზი – ფანტასტიკური ქალაქია და ამ ქვეყანამ ბევრი რამ მომცა. სრულიად ფრანგ ადამიანად ვგრძნობ თავს და ამასთან, იტალიელად ვრჩები. ერთხელ განცხადებას შევიტან საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებაზე, რადგან ჩემი შვილები აქ დაიბადნენ“, – განაცხადა ვერატიმ La Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში.
ვერატი „პარი სენ-ჟერმენში“ 2012 წლიდან თამაშობს. მას იტალიის ნაკრებშ 49 მატჩი აქვს ჩატარებული.