„გლადბახმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მარკო როზე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს კლუბს და „დორტმუნდს“ ჩაუდგება სათავეში.
გასული წლის დეკემბერში, „დორტმუნდმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ლუსიენ ფავრი და მისი მოვალეობის შემსრულებლად ედინ ტერზიჩი დანიშნა.
44 წლის როზემ „გლადბახი“ 2019 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მანამდე გერმანელი ავსტრიის ჩემპიონ „ზალცბურგს“ ავარჯიშებდა.
როზეს კონტრაქტი „გლადბახთან“ 2022 წლის ივნისამდეა ძალაში და სპეციალისტმა მისი გაწყვეტის პუნქტის გააქტიურების გადაწყვეტილება მიიღო.