მარკო როისი გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელია

17:16, 05.01.2019

დორტმუნდის „ბორუსიას“ შემტევი ნახევარმცველი მარკო როისი 2018 წელს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად გამოცხადდა.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივართა გამოკითხვაში 29 წლის ფეხბურთელმა 89 928 ხმა (33,9%) მიიღო და „ბაიერნის“ მცველ ჯოშუა კიმიხსა (31%) და „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდ ლეროი სანეს (10,3%) გაუსწრო.

2018 წელს, როისმა გერმანიის ნაკრების რიგებში რვაჯერ ითამაშა და გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა. მთლიანად ბუნდესნაკრებს წარუმატებელი წელი ჰქონდა – გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია და „ერთა ლიგაზე“ B დივიზიონში გავარდა.

მსგავსი