იტალიის ნაკრების ყოფილმა წევრმა კლაუდიო მარკიზიომ რამდენიმე წლის წინ „ზენიტში“ გადასვლის მიზეზზე ისაუბრა.
„რატომ რუსული კლუბი და არა სერია ა-ს სხვა კლუბი? მიზეზი ზუსტად ეს იყო. წავედი საზღვარგარეთ, რათა „იუვენტუსისთვის“ არ მეღალატა. არა მარტო იმის გამო, თუ რა მომცა ტურინულმა კლუბმა და გულშემატკივრებმა, არამედ იმიტომაც, რაც ამ შესანიშნავი წლების განმავლობაში გამოვიარე. შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის მქონდა ქვეყნის გარეთ ასპარეზობის სურვილი, ოჯახისთვის გარემოს შეცვლის, ხოლო ჩემთვის ახალ გამოწვევებთან საბრძოლველად. „ზენიტში“ იტალიურად და ესპანურად საუბრობდნენ. კლუბში ბევრი არგენტინელი იყო. ფეხბურთი და მოედანი კი ყველაზე ადვილი ენაა ფეხებისთვის და თავისთვის“ – დაასრულა მარკიზიომ.