მარკიზიო - ვეუბნებოდი პოგბას, რომ ინგლისში გადასვლა შეცდომა იყო
მარკიზიო - ვეუბნებოდი პოგბას, რომ ინგლისში გადასვლა შეცდომა იყო

„იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ ინტერვიუ მისცა „ტუტოსპორტს“ და საკუთარი აზრი გამოთქვა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ პოლ პოგბას ტურინულ კლუბში დაბრუნების თაობაზე.

„მე მას ვეუბნებოდი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლით შეცდომას უშვებდა და, თუ მართლა სურდა რამის შეცვლა, ესპანეთი უნდა აერჩია. მისი „იუვენტუსში“ დაბრუნება შესანიშნავი ამბავი იქნება და ის აუცილებლად გაიბრწყინებს იმ გარემოში, რომელიც უყვარს. ის „იუვენტუსს“ ბევრს მისცემს, რადგან ამ კლუბს მისი სტილის ფეხბურთელი ძალიან სჭირდება“, – ამბობს მარკიზიო.

პოლ პოგბას სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევროა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კი მისი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს იწურება.