მარკიზიო შეიარაღებულმა მძარცველებმა გაქურდეს
მარკიზიო შეიარაღებულმა მძარცველებმა გაქურდეს

„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო ტურინის გარეუბან ვინოვოში გაქურდეს.

სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, ორი დღის წინ, პისტოლეტებით შეიარაღებული ოთხი ადამიანი ფეხბურთელის სახლში შეიჭრა. ისინი დაემუქრნენ 33 წლის მარკიზიოსა და მის მეუღლეს და მიაღწიეს იმას, რომ სახლის პატრონმა სეიფი გახსნა.

პოლიციას არ დაუსახელებია გატაცებული თანხის ოდენობა და დამნაშავეებს ეძებს, კერძოდ, ვიდეოთვალთვალის კამერების ვიდეოებს სწავლობს .

მარკიზიომ კარიერა ამა წლის ოქტომბერში დაასრულა. ნახევარმცველს „იუვენტუსთან“ ერთად 15 ტიტული აქვს მოპოვებული.