„არსენალის“ ფორვარდი მარკინიოსი „ნორვიჩში“ იჯარის წესით გადავიდა და სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
„მიხარია, რომ ნორვიჩის რიგებს შევუერთდი და მოუთმენლად ველოდები, როდის ჩავატარებ პირველ მატჩს ამ კლუბში. შევეცდები, მალე ვადაპტირდე და ჩემს ახალ გუნდს დავეხმარო. მინდა, გულშემატკივრები დავარწმუნო, რომ მოედანზე მაქსიმალურად დავიხარჯები“, – განაცხადა მარკინიოსმა.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა „არსენალის“ შემადგენლობაში სულ ხუთი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.