„მარკას“ ვერსიით, ვინისიუსი გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია #1TVSPORT
„მარკამ“ გასული სეზონი შეაჯამა და საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეები (21 წლის ჩათვლით) დაასახელა.
ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ 2021/2022 წლების სეზონში ვინისიუს ჯუნიორი გამოარჩია, მეორე ადგილზე კი ერლინ ჰალანდი გავიდა.
2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების ხუთეული „მარკას“ ვერსიით:
1 – ვინისიუს ჯუნიორი (რეალი)
2 – ერლინ ჰალანდი (დორტმუნდი/სიტი)
3 – პედრი (ბარსელონა)
4 – დუშან ვლახოვიჩი (ფიორენტინა/იუვენტუსი)
5 – ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)