„მარკას“ ინფორმაციით, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა #1TVSPORT
„მარკას“ ინფორმაციით, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ინგლისელი მცველი ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი, დიდი ალბათობით, კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.

ესპანური გამოცემა „მარკას“ ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული გუნდის წევრმა ესპანური ფეხბურთის გრანდს ამის შესახებ უკვე აცნობა.

ამჟამად მადრიდის „რეალი“ საჭირო მომენტს ელოდება, რათა ფეხბურთელი იანვარშივე დაიმატოს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას არ დაელოდოს.

26 წლის ალექსანდერ-არნოლდის კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2025 წლის ივნისში იწურება და ამის შემდეგ „რეალს“ მისი აყვანა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება, თუმცა კლუბს გაძლიერება ზამთარშივე სურს და მის დაბალ ფასად ტრანსფერს განიხილავს.