„მარკას“ ცნობით, თუ ვარანი „რეალთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მადრიდელები მას ზაფხულში გაყიდიან
„მარკას“ ცნობით, თუ ვარანი „რეალთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მადრიდელები მას ზაფხულში გაყიდიან

მადრიდის „რეალი“ უკვე დიდი ხანია აქტიურად ცდილობს სერხიო რამოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, მაგრამ წარუმატებლად. სამეფო კლუბს კიდევ ერთი პრობლემა დაემატა. მადრიდელთა ძირითადი შემადგენლობის მეორე ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი ასევე არ ჩქარობს გადაწყვეტილებას მიღებას და გუნდთან ახალ კონტრაქტს არ აფორმებს. შეგახსენებთ, რომ ფრანგ მცველს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

„მარკას“ ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ მოილაპარაკებენ, „რეალი“ ვარანის ამ ზაფხულში გაყიდვას შეეცდება, რადგან შემდეგ უკვე უფასოდ არ გაუშვას ფეხბურთელი გუნდიდან.

27 წლის მცველმა წინა ტურში თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა. „უესკას“ წინააღმდეგ დაპირისპირებაში ის გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა, რადგან მოწინააღმდეგის კარში 2 გოლის გატანა მოახერხა.