ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ მადრიდის „რეალის“ შემდეგ, შეადგინა სიმბოლური ნაკრები XXI საუკუნეში „ბარსელონას“ ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერებისგან.
მოთამაშეების არჩევისას ითვალისწინებდნენ ისეთ ფაქტორებს, როგორებიც არის ფეხბურთელების ღირებულება, რეპუტაცია და ტრანსფერისგან მოლოდინი.
სიმბოლურმა ნაკრებმა ასეთი სახე მიიღო:
მეკარე – რიშარ დუტრუელი;
მცველები – მარტინ კასერესი, დმიტრი ჩიგრინსკი, ტომას ვერმალენი, ერი მინა;
ნახევარმცველები – ალექს სონგი, ანდრე გომეში, რიკარდო კუარეჟმა, ხუან რომან რიკელმე, ფილიპე კოუტინიო;
ფორვარდები – ზლატან იბრაჰიმოვიჩი.