გიორგი მამარდაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – რჩეული თერთმეტეული პოპულარულმა ესპანურმა გამოცემამ, „მარკამ“ დაასახელა.
ლა ლიგის 35-ე ტურში „ვალენსიამ“ საშინაო შეხვედრაში „რაიო ვალეკანოსთან“ ქულა მოიპოვა (0:0), რაშიც ქართველმა მეკარემ დიდი როლი ითამაშა – სამჯერ გუნდი რეალური საფრთხისგან იხსნა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
სულ მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა 13 მატჩში არ გაუშვა გოლი, რაც მიმდინარე სეზონში ლა ლიგის მეკარეებში საუკეთესო შედეგია. ამის გამო „ვალენსიის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა მამარდაშვილი ლა ლიგის სეზონის მეკარედ დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ, სხვადასხვა ქვეყნის გამოცემების მტკიცებით, „ღამურები“ მზად არიან, მამარდაშვილი 40 მილიონ ევროდ დათმონ. 23 წლის ქართველის დამატებით მადრიდის „ატლეტიკო“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ნიუკასლი“ დაინტერესდნენ.