„მარკა“ - „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი კოკაინით ვაჭრობისთვის დააკავეს
ესპანეთში დააკავეს მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი ედვინ კონგო. ის კიდევ ათ სხვა ადამიანთან ერთად, კოკაინით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი.
43 წლის კონგო ესპანეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დააკავეს და ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს, – წერს გაზეთი „მარკა“.
კოლუმბიელი „რეალში“ 1999-2002 წლებში ირიცხებოდა, თუმცა არც ერთ მატჩში არ მოუწია თამაში. სამაგიეროდ, „რეალის“ ვეტერანებთან ერთად გამოდის საჩვენებელ თამაშებში.
კონგომ კარიერა 2012 წელს დაასრულა.