მარკა - რეალ მადრიდი მბაპეს არ იყიდის
მარკა - რეალ მადრიდი მბაპეს არ იყიდის

მადრიდის რეალი არ აპირებს პარი სენ-ჟერმენიდან 20 წლის ფორვარდ კილიან მბაპეს შეძენას. ეს ინფორმაცია გაზეთ მარკას (Marca) ჩაუვარდა ხელთ. გამოცემის ახალი ნომრის გარეკანზე ფრანგი ფეხბურთელია გამოსახული და ფოტოს თან ახლავს რეალის წარმომადგენლის სიტყვები.

„ჩვენ არ გავგზავნით შეთავაზებას მბაპესთან დაკავშირებით“, – განაცხადა გაზეთის წყარომ. ასევე ამტკიცებენ, რომ რეალს ტრანსფერზე კონტაქტი არც პარი სენ-ჟერმენთან ჰქონია და არც თავად ფეხბურთელთან.

ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ რეალმა პარიზულ კლუბს მბაპეს სანაცვლოდ სარეკორდო თანხა – 280 მილიონი ევრო შესთავაზა.