„მარკა“ - პსჟ-მ ნეიმარის ფასი 150 მილიონამდე შეამცირა და მას „ბარსელონაში“ ყიდის
ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ნეიმარი, შესაძლოა, „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.
„პარი სენ-ჟერმენი“ დათანხმდა 28 წლის ნახევარმცველის გაშვებას, მის სანაცვლოდ კი 150 მილიონი ევრო მოითხოვა. ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა ფრანგული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ, რომელიც რამდენიმე თვის წინ, კატეგორიულ უარს აცხადებდა ნეიმარის გაყიდვაზე.
ბრაზილიელზე დაწესებული თანხა იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ელოდა.
ამასთან, „პარი სენ-ჟერმენი“ არ განიხილავს საფრანგეთის ნაკრების ფორვარდის კილიან მბაპეს გაყიდვას და მზად არ არის სხვა კლუბში მის გასაშვებად.
„ბარსელონასთვის“ ნეიმარის დაბრუნება ისევ რჩება პრიორიტეტულ მიზნად, გუნდის ლიდერისთვის ლიონელ მესისთვის კი ეს განსაკუთრებულად სასიხარულო მომენტია, – წერს ესპანური გაზეთი „მარკა”.
ნეიმარი „ბარსელონადან” „პარი სენ-ჟერმენში” 2017 წელს 222 მილიონ ევროდ გადავიდა. ეს არის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირი ტრანსფერი.
საფრანგეთის წლევანდელ ჩემპიონატში ბრაზილიელმა 15 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.