ცნობილი გახდა, რამდენად გაყიდის „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს
„იტალიური „ნაპოლის“ პრეზიდენტი ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასზე ჩამოყალიბდა. წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბი მზადაა, ქართველ ფეხბურთელს 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს.
ეს იმიტომ, რომ „ნაპოლის“ არ სურს, კვარაცხელიამ და ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა კლუბი ერთდროულად დატოვონ“, – წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში გარემარბმა „პარტენოპეის“ შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.