„ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი, დიდი ალბათობით კლუბთან კონტრაქტს გახანგრძლივებს.
გაზეთ „მარკას“ ცნობით, მხარეებმა დაიწყეს მოლაპარაკებები ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელსაც პირადად აწარმოებს კატალონური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ.
იტყობინებიან, რომ „ბარსელონამ“ არგენტინელს შესთავაზა ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე. ამასთან, 32 წლის ფეხბურთელის ხელფასი არ გაიზრდება. ეს უკავშირდება ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული. მესი თანახმაა ამგვარ პირობებზე.
გარდა ამისა, ხელშეკრულებაში ჩაწერილი იქნება პუნქტი, რომელიც მესის საშუალებას მისცემს – ნებისმიერი სეზონის შემდეგ წავიდეს გუნდიდან. ეს პირობა პრინციპულია მოთამაშისთვის, რადგან არ სურს მისი კონტრაქტი ტვირთად დააწვეს კლუბს, თუ ფეხბურთელი ვეღარ შეძლებს უმაღლეს დონეზე თამაშს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება ოფიციალურად ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.