„მარკა“ - „ინტერ მაიამიმ“ მესის ოფიციალური წინადადებით მიმართა #1TVSPORT
„მარკა“ - „ინტერ მაიამიმ“ მესის ოფიციალური წინადადებით მიმართა #1TVSPORT

„მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) კლუბი „ინტერ მაიამი“ სერიოზულად არის განწყობილი ლიონელ მესისთან კონტრაქტის გასაფორმებლად, – წერს ესპანური გაზეთი Marca.

წყაროს ცნობით, „ინტერ მაიამიმ“ ოფიციალური წინადადებით მიმართა არგენტინელ ფორვარდს. აღნიშნავენ, რომ ამერიკული კლუბი მესის სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. ფეხბურთელი ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

ასევე, მესის კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტებია „ბარსელონაში“ დაბრუნება ან საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბში გადასვლა.

შაბათს, ლიონელ მესიმ ოფიციალურად გამოაცხადა „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვების შესახებ.