„მარკა“ გიორგი მამარდაშვილზე - მოედანზე სხვა მეკარე დაბრუნდა #1TVSPORT
ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ გიორგი მამარდაშვილზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც „ვალენსიას“ ქართველი მეკარის პერსპექტივა და ძირითადში ადგილის დამკვიდრების მოულოდნელი შანსია განხილული.
მამარდაშვილი უკეთესია, ვიდრე სექტემბერში
„ქართველი მეკარე „ვალენსიას“ კარს ოთხთვიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა და იმ ზეწოლას გაუძლო, რომელიც მისთვის დელიკატურ მომენტში აღმოჩნდა.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ კარში დაბრუნდა. უკვე ერთი თვეა, ისევ თამაშობს. ეს მას შემდეგ, რაც 90 დღეზე მეტი უთამაშებლობაში გაატარა. ხოსე ბორდალასმა სილესენი შემადგენლობაში დააბრუნა, ქართველი კი გაუჩინარდა. მოედანზე სხვა მამარდაშვილი დაბრუნდა. მეკარე, რომელმაც რთული მომენტები გამოიარა და სათადარიგოთა სკამზე უთამაშებელი იყო, ეს ოთხი თვე კარგად გამოიყენა.
შანსი მაშინ გამოჩნდა, როდესაც ვერც კი წარმოიდგენდა – სილესენისა და ხაუმეს ტრავმებმა ჯერ სეზონის წინ გაუღო კარი. ის საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა და ლიგაში დებიუტი მხოლოდ 20 წლის ასაკში ჰქონდა.
მან ექვსი თამაში გაძლო. მაგრამ უკვე გამოჯანმრთელებული სილესენის ფაქტორმა მასზე ზეწოლა მოახდინა და კონცენტრაცია დაკარგა. შესაძლოა, დიდი თამაშების თავისებურებებმა, მოთხოვნების არცოდნამ და გამოუცდელობამ გამოიწვია „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიას“ წინააღმდეგ შეცდომები რომ დაუშვა.
ბორდალასმა ის გუნდიდან გაათავისუფლა. მას არ უთამაშია სექტემბრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისამდე. მაგრამ საბოლოოდ, თამაშის შესაძლებლობა დაუბრუნდა, რაზეც ასე ბევრს ოცნებობდა.“