„რეალის“ შემტევები – გარეტ ბეილი და ხამეს როდრიგესი ზაფხულში მადრიდულ კლუბს დატოვებენ.
როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, მადრიდელთა დამრიგებელმა ზინედინ ზიდანმა საბოლოოდ გადაწყვიტა ორივე ნახევარმცველთან გამოთხოვება. შესაძლოა, უელსელმაც და კოლუმბიელმაც უკვე ჩაატარეს თავიანთი ბოლო მატჩები გუნდში – თუ სეზონი არ განახლდება, ისინი მოედანზე „რეალის“ მაისურით აღარ გავლენ.
გასულ ზაფხულს, ზიდანი ღიად ლაპარაკობდა ბეილთან გამოთხოვების შესახებ, მაგრამ მაშინ ფეხბურთელის გაყიდვა არ მოხერხდა.