მარკ ვან ბომელმა „მილანის“ მწვრთნელობა გადაწყვიტა
მარკ ვან ბომელმა „მილანის“ მწვრთნელობა გადაწყვიტა

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა მარკ ვან ბომელმა „მილანს“ საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. ამ ინფორმაციას „კალჩომერკატო“ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ვან ბომელი მზად არის სათავეში ჩაუდგეს მილანურ კლუბს, რომელიც ამ სეზონის ბოლოს მოქმედ მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის დაემშვიდობება.

43 წლის ნიდერლანდელის ბოლო სამუშაო ადგილი „პსვ ეინდჰოვენი“ იყო, საიდანაც ის  არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაანთავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელობისას ვან ბომელმა ერთი სეზონი (2011-12) ითამაშა „მილანში“.