მარკ სელბიმ შოტლანდიის ღია პირველობა მოიგო
მარკ სელბიმ შოტლანდიის ღია პირველობა მოიგო

სნუკერის პროფესიული ტურის მორიგი ტურნირი შოტლანდიაში გაიმართა – ამ ქვეყნის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს ინგლისელები – მარკ სელბი და ჯეკ ლისოვსკი შეხვდნენ.

36 წლის სელბიმ პირველი სესიის შემდეგ 5:3 წაიყვანა ანგარიში და უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. რეიტინგის პირველმა ნომერმა ფინალი 9:6 მოიგო.

სელბი – მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია. შოტლანდიის ღია პირველობის მოგებისთვის მან 70 ათასი ფუნტი მიიღო.

ლისოვსკის პროფესიულ ტურში ჯერ სარეიტინგო ტურნირი მოგებული არ აქვს.