მარკ რუტე - დღეს განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ უკრაინას წინსვლაში, ეს ნიშნავს მეტ ფულს, მეტ დახმარებას, ასევე უნდა გავაძლიეროთ თავდაცვითი ინდუსტრია
მარკ რუტე - დღეს განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ უკრაინას წინსვლაში, ეს ნიშნავს მეტ ფულს, მეტ დახმარებას, ასევე უნდა გავაძლიეროთ თავდაცვითი ინდუსტრია

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსი უფრო მეტ დახმარებას გაუწევს უკრაინას და, ამავდროულად, იმუშავებს საკუთარი საბრძოლო მარაგების შევსებაზე.

რუტემ აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„დღეს მეათასე დღე ხდება რუსეთის იერიშიდან, არაპროვოცირებული შეჭრიდან უკრაინაში. დღეს განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ უკრაინას წინსვლაში. ეს ნიშნავს მეტ დახმარებას, მეტ ფულს, რომელსაც მათთვის უზრუნველვყოფთ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩრდილოეთკორეელები გამოჩნდნენ. ვიცით, რომ ჩინეთი ეხმარება რუსეთს; ვიცით, რომ ირანი მხარს უჭერს რუსეთს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვითი ინდუსტრია და, საბედნიეროდ, ნატო და ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უზრუნველყოთ, რომ უახლოეს თვეებში გაძლიერდეს ტრანსატლანტიკური თავდაცვითი მრეწველობა. ჩვენ მოგვიწევს ამის გაკეთება, რათა შეივსოს მარაგები და მზად ვიყოთ, წინ აღვუდგეთ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს“, – განაცხადა რუტემ.