მარკ კუბანო - კრისტაპს პორზინგისი მიმდინარე სეზონში „დალასს“ ვერ დაეხმარება
მიმდინარე კვირაში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დიდი ტრეიდი განხორციელდა. „ნიუ იორკ ნიქსის“ აწ უკვე ყოფილი კალათბურთელი, კრისტაპს პორზინგისი „დალას მავერიკსში“ გადავიდა. ლატვიელი უკვე დიდი ხანია ტრავმას მკურნალობს. „დალასის“ მფლობელის მარკ კუბანის თქმით, პორზინგისი ამ სეზონში საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება. როგორც ჩანს რეაბილიტაციის პროცესი მოსალოდნელზე მეტ ხანს გაგრძელდება.