„ტორონტო რეპთორსმა“ „მემფის გრიზლისთან“ მოლაპარაკებები თითქმის დაასრულა.
მოლაპარაკების შედეგად, მარკ გასოლი „რეპტორსის“ კალათბურთელი გახდება. მის სანაცვლოდ კი, „მემფისი“ იონას ვალანჩუნასს, დელონ ვრაიტს, სი ჯეი მაელსს და მეორე რაუნდის დრაფტის მოთამაშეს მიიღებს.
34 წლის გასოლს კლუბთან 21.1 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი აკავშირებდა და მომავალი წლიდან ამ ხელშეკრულების ფასი 25.5 მილიონამდე იზრდებოდა.
ესპანელმა მთელი კარიერა „გრიზლისში“ გაატარა და წლევანდელ სეზონში საშუალოდ 15.7 ქულას და 8.6 მოხსნას აკეთებდა.