„ტორონტო რეპტორსმა“ წელს ისტორიაში პირველად მოახერხა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.
ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი, რა თქმა უნდა, კავაი ლეონარდი გახდა. მას კი დიდი დახმარება ესპანელმა მარკ გასოლმა გაუწია, რომელიც გუნდს ზამთარში შეუერთდა. ესპანელმა „გოლდენ სტეიტთან“ ფინალურ სერიაში არაერთ საკვანძო ეპიზოდში ითამაშა დადებითი როლი, რაც საბოლოოდ კანადელებს „ვორიორზის“ დამარცხებაში დაეხმარა.
მოგეხსენებათ, გასოლი, ისევე, როგორც ლეონარდი და დენი გრინი, რამდენიმე დღეში თავისუფალი აგენტები გახდებიან. კავაის შემთხვევაში ჯერჯერობით ბუნდოვანი სურათია, თუმცა რაც შეეხება გასოლს, ესპანელი უკვე დათანხმდა $25.6-მილიონიან სახელფასო ზღვარს და მომავალ სეზონზეც „რეპტორსის“ ღირსება დაიცავს.