რუმინეთის ეროვნული ნაკრებს 2019 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ პირველ შეხვედრაში გამარჯვების იმედი აქვს. „მუხების“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი მარიუს ტინკუ აცხადებს, რომ გუნდი მზად არის, პრინციპულ მეტოქესთან მატჩი წარმატებით დაასრულოს.
„მე ვფიქრობ საწვრთნელი პროცესი რომელიც ჩვენ პორტუგალიაში გავიარეთ ნაყოფიერი გამოდგა და მზად ვართ საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ. ყველა მოთამაშე აცნობიერებს, რომ წარმატებას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ იმ სათამაშო სტრატეგიის რეალიზებას, რაც ჩვენ შევიმუშავეთ, მოედანზე შეძლებენ.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მორაგბეები სულს ჩადებენ ამ შეხვედრაში. როდესაც თამაშობ მთელი მონდომებით და გაქვს სტრატეგია, დაუმარცხებელი ხარ“, – განაცხადა მარიუს ტინკუმ.
შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნებსა“ და „მუხებს“ შორის დაპირისპირება 9 თებერვალს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.