მარიუპოლის მერის მრჩეველი - პუტინის სურვილია, დანგრეული ქალაქის ფონზე როგორმე გამოაცხადოს გამარჯვება, რომელიც არ არსებობს
მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, „აზოვსტალში“ მყოფი უკრაინელი მებრძოლებისა და მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება.
„აზოვსტალის“ შტურმი. უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ პუტინის სიტყვები (თუ მათ დავუჯერებთ) ამბობს არა შტურმის გაუქმებაზე, არამედ სრულ ალყაზე. არსებითად, „აზოვსტალში“ მყოფი ჩვენი მცველებისა და სამოქალაქო პირებისთვის არაფერი შეიცვლება. აქ არის მხოლოდ პუტინის სურვილი, დანგრეული ქალაქის ფონზე როგორმე გამოაცხადოს გამარჯვება, რომელიც არ არსებობს. არანაირი სიახლე რუსებისთვის – თუ რამე არ არის, უნდა მოიგონონ“, – წერს „ტელეგრამ“ არხზე მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო.
რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მარიუპოლის „გათავისუფლების“ შესახებ აცნობა, პუტინმა კი „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა.