მარიო რუი „ნაპოლის“ დატოვებს და კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს #1TVSPORT
იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლიში“ გატარებული შვიდი წლის შემდეგ პორტუგალიელი მარცხენა მცველი მარიო რუი გუნდს დატოვებს და კარიერას ბრაზილიაში, „სან პაოლოს“ რიგებში გააგრძელებს.
33 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და მალე ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.
„ნაპოლიში“ ანტონიო კონტეს მისვლის შემდეგ მარიო რუის სათამაშო დროს ვეღარ დაჰპირდნენ, რამაც მისი გუნდიდან წასვლის პროცესი დააჩქარა.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 227 თამაშში სამი გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2023 წელს ის იტალიის ჩემპიონი გახდა.