მარიო მანჯუკიჩი ხორვატიის ნაკრებს დაემშვიდობა
მარიო მანჯუკიჩი ხორვატიის ნაკრებს დაემშვიდობა

ხორვატიის საფეხბურთო კავშირმა გამოაცხადა, რომ ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა.

„ყოველთვის ვამჯობინებდი მელაპარაკა მინდორზე და არა მის მიღმა,“ – მოჰყავს ფედერაციის პრესსამსახურს მანჯუკიჩის სიტყვები. „- მიუხედავად ამისა, მოვიდა დრო ვთქვა ეს: მივდივარ ხორვატიის ნაკრებიდან. მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლმა ახალი ენერგია მომცა, მაგრამ, ამასთან, ამ მედალმა ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება ოდნავ გააიოლა. ჩვენ ავისრულეთ ოცნება, ისტორიულ წარმატებას მივაღწიეთ და უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენით თაყვანისმცემლებისგან. არ არსებობს უფრო იდეალური მომენტი პენსიაში გასასვლელად“.

მანჯუკიჩი მეორე ბომბარდირია ხორვატიის ნაკრების ისტორიაში – 89 მატჩში 33 გოლით მხოლოდ დავორ შუკერს ჩამორჩება. მას ნაკრებში დებიუტი 14 წლის წინ ჰქონდა: 2007 წელს, მაკედონიასთან მატჩში. მონაწილება აქვს მიღებული მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორ ჩემპიონატში.