ლეგენდარულ არგენტინელ ფორვარდს, მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონ მარიო კემპესს მიაჩნია, რომ არგენტინის ნაკრებისთვის სასარგებლო იქნება ლიონელ მესის გარეშე თამაში.
„მესიზე დამოკიდებულება – ეს პრობლემაა. გუნდი გრძნობს, რომ საჭიროა მუდმივად მისთვის ბურთის მიწოდება. ეს მკაფიოდ ადასტურებს იმას, რომ გუნდს ხასიათი არ გააჩნია. შესაძლოა, ნაკრებმა უნდა დაისვენოს მესისგან. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რა შეიძლება მოხდეს ლეოს გარეშე გუნდში? შეიძლება, უბრალოდ, შეწყვიტონ მისი გამოძახება ნაკრებში და დააკვირდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს“, – განაცხადა კემპესმა პორტუგალიურ „ბოლასთან“ ინტერვიუში.