გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მარიო გიოტცე, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდა, შესაძლოა, მიუნხენის „ბაიერნში“ დაბრუნდეს.
გერმანული პრესის ინფორმაციით, „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი ტელეფონით დაუკავშირდა ფეხბურთელს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.
აღნიშნავენ, რომ „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას ჯერ არ ჰქონია რეაქცია მწვრთნელსა და გიოტცეს შორის სატელეფონო საუბარზე.
გასულ სეზონში გიოტცემ „დორტმუნდის“ რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი “ბაიერნში” 2013-16 წლებში თამაშობდა.