მარიო გიოტცე „დორტმუნდიდან“ წასვლით იმუქრება
მარიო გიოტცე „დორტმუნდიდან“ წასვლით იმუქრება

„დორტმუნდის“ შემტევმა ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ, შესაძლოა თავისი ამჟამინდელი კლუბი დატოვოს. ამის შესახებ გამოცემა „ბილდი“ იტყობინება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი საკუთარ პოსტზე დარჩება.

27 წლის გიოტცეს კონტრაქტი „დორტმუნდთან“ 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში. კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, მაგრამ თავად მარიოს არ უნდა ამჟამინდელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაში. ამ მიზეზით მოლაპარაკებები შეჩერებულია.

ამავდროულად, მარიო გიოტცე მზად არის ხელფასის შემცირებაზე, რათა დარჩეს კლუბში, თუმცა მეტ სათამაშო დროს ითხოვს. დღეისთვის, ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 10 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ სეზონში გიოტცემ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.