მარიამ მამადაშვილმა ნიუ იორკის მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა
მარიამ მამადაშვილმა ნიუ იორკის მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველმა გამარჯვებულმა, მარიამ მამადაშვილმა ნიუ იორკში, შოუში – knicks talent search გაიმარჯვა.

კონკურსი Madison Square garden-ში მიმდინარეობდა. მამადაშვილმა ბილი ჯოელის სიმღერა New York State of Mind შეასრულა.