მარიამ ჭანტურია ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
მარიამ ჭანტურია ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ქალებს შორის დღეს ბრძოლას შემორჩენილი ერთადერთი ქართველი, მარიამ ჭანტურია, მეოთხედფინალში კანადელ ამელია ზუპანჩიჩთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც გერმანელ სარა მეკელბურგს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში კიდევ ერთ გერმანელთან, სანდრა დიდრიხთან მოუწევს დაპირისპირება.

მარიამის გარდა, დღეს ქართველ ქალებს შორის ელისო სისაური და მზია ბებოშვილი ასპარეზობდნენ. ისინი ბრძოლას მეოთხედფინალამდე გამოეთიშნენ და მედლებისთვის ვეღარ იჭიდავებენ.