ქალებს შორის -70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს მედალი მარიამ ჭანტურიამ მოუტანა. დაძაბულ ბრძოლაში მან გერმანელ სანდრა დიდრიხს აჯობა და ბრინჯაოს დაეუფლა. თანაბარი ბრძოლა დამატებით დროში გადავიდა და ჭანტურიას გამარჯვება გერმანელი სპორტსმენისთვის მიცემულმა მეტმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა.
ამავე წონაში მეორე ბრინჯაო იტალიელმა კაროლა პაისონიმ მოიპოვა.
რაც შეეხება გამარჯვებულს, ის ფრანგი სპორტსმენი მარი ევ გაი გახდა, ვერცხლი კი კანადელ კელიტა ზუპანჩიჩს ერგო.