მარიამ ბოლქვაძემ პრაღის ღია პირველობის პირველი რაუნდი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პრაღის ღია პირველობის პირველი რაუნდი მოიგო

კვირას, ქალთა საჩოგბურთო ტურნირი – პრაღის ღია პირველობა დაიწყო, რომელმაც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით იმართება. აქ იმ მოთამაშეებმა მოიყარეს თავი, რომლებიც აშშ-ის ღია პირველობაზე არ გამოდიან. ძირითად ბადეში WTA-ის ბევრი ცნობილი ჩოგბურთელია – მონიკა ნიკულესკუ, საბინ ლისიცკი, სარა ერანი და სხვები.

ტურნირში ორმა ქართველმა ჩოგბურთელმა აიღო სტარტი – მარიამ ბოლქვაძემ (მსოფლიოს 184-ე ჩოგანი), რომელიც 26-ე ნომრად არის განთესილი და ეკატერინე გორგოძემ (207).

ბოლქვაძის მეტოქე რუსი ვალერია სავინიხი (210) იყო. მატჩი ორი საათი და 57 წუთი გაგრძელდა და ქართველმა 2:6, 6:3, 6:4 მოიგო. თამაში ძალიან უცნაური გამოვიდა. მეტოქეები კატასტროფულად გამოიყურებოდნენ საკუთარ გეიმებში. მთლიანად მატჩში 27 გეიმი გათამაშდა და აქედან 23-ში (!) ბრეიკი დაფიქსირდა: ბოლქვაძემ 31 ბრეიკ-პოინტიდან 12 გამოიყენა, სავინიხმა – 20-დან 11.

მეორე წრეში ბოლქვაძის მეტოქე იქნება პოლონელი მაია ჩვალინსკა, რომელიც კლაისიფიკაციაში 226-ე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება გორგოძეს, მან საათსა და 53 წუთში სამ სეტში წააგო ესპანელ ხეორხინა გარსია-პერესთან (283-ე ჩოგანი) – 4:6, 6:3, 1:6.