მარიამ ბოლქვაძემ კოლამბუსში პირველი შეხვედრა მოიგო #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძემ კოლამბუსში პირველი შეხვედრა მოიგო #1TVSPORT

შეერთებულ შტატებში, ქალაქ კოლამბუსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ პირველ წრეში გამარჯვება მოიპოვა. 23 წლის სპორტსმენი სასტარტო დაპირისპირებაში 29 წლის იაპონელ კურუმი ნარას შეხვდა და მსოფლიო რეიტინგის ყოფილი 32-ე ჩოგანი,ორ სეტში, ანგარიშით 6:2, 7:5 დაამარცხა.

მარიამ ბოლქვაძის მომდევნო მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. ქართველი ჩოგბურთელი ტაივანელ ენ-შუო ლიანგსა და ტურნირზე მერვე ნომრად განთესილ ჩინელ ქსინიუ ვანგს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბოლქვაძე მსოფლიო რეიტინგის 188-ე ადგილზე იმყოფება, მისი საუკეთესო შედეგი კი 2019 წლის დეკემბერში იყო, როდესაც მარიამი სიის 152-ე ნომერი გახლდათ.

შეგახსენებთ,რომ კოლამბუსის ტურნირამდე მბოლქვაძემ აშშ-ს ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშა, სადაც მომავალ ჩემპიონთან, ბრიტანელ ემა რადუკანუსთან 3:6, 5:7 დამარცხდა.