მარიამ ბოლქვაძემ ინდოეთის ტურნირის ნახევარფინალი წააგო
მარიამ ბოლქვაძემ ინდოეთის ტურნირის ნახევარფინალი წააგო

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ დათმო ITF-ის ტურნირის ნახევარფინალი, რომელშიც ჩინელ იაინ ლუს ხვდებოდა.

განსხვავებით წინა ეტაპისგან, ამჯერად ბოლქვაძემ ცუდად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – პირველი ბურთით ქულების 59 პროცენტი აიღო, მეორეთი – 51 პროცენტი. მიღებაზე კი ქართველმა მხოლოდ 11 ქულა მოიგო და ვერც ერთი ბრეიკი ვერ აიღო, თავად კი ოთხჯერ დათმო საკუთარი მოწოდება.

საბოლოოდ, ლუმ 6:3, 6:2 მოიგო.