მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებულია #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებულია #1TVSPORT

მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ეს ტიტული რუს ეკატერინა იაშინასთან ერთად მოიპოვა.

ფინალში ბოლქვაძე და მისი მეწყვილე ვლადა კოვალისა და ანასტასია ტიხონოვას დუეტს დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველი სეტი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და საბოლოო ჯამში ტაიბრეიკამდე მივიდა, მეორე სეტი კი მარიამმა და ეკატერინამ მარტივად მოიგეს და შეხვედრა ორ სეტში მოიგეს (7:6, 6:1).

ფინალამდე მისასვლელად ქართველ და რუს ჩოგბურთელებს სამი მატჩის მოგება დასჭირდათ.