მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის ტურნირის ფინალში გავიდა #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის ტურნირის ფინალში გავიდა #1TVSPORT

მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთში მიმდინარე „ნურ-სულთანის“ ტურნირზე ასპარეზობას სეტის წაუგებლად განაგრძობს.

ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ნახევარფინალში ბელარუსი მეტოქე ორ სეტში (6:4, 6:4) დაამარცხა, ფინალში კი ეკატერინა შალინოვასა და ვალერია სავინიხის შორის გამარჯვებულს შეხვდება. ბელარუს მეტოქეს მარიამმა მთლიან მატჩში ოთხჯერ დაუბრეიკა, თავისი ჩაწოდება კი ორჯერ დათმო.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე ბოლქვაძე პირველ ნომრად არის განთესილი.