მარიამ ბოლქვაძე წყვილთა თანრიგში ზაგრებში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძე წყვილთა თანრიგში ზაგრებში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს სტარტი აიღო ITF-ის ტურნირმა, სადაც წყვილთა თანრიგში მარიამ ბოლქვაძე იღებს მონაწილეობას. ქართველი ჩოგბურთელის მეწყვილე ესპანელი კრისტინა ბუკსაა.

ქართულ-ესპანური წყვილი მერვედფინალში მარიანა დრაზიჩსა და დეა ჰერძელასს დაუპირისპირდა. პირველი სეტი დაძაბულად მიმდინარეობდა და მეტოქეებმა ერთმანეთს ჯამში 5 ბრეიკი გაუკეთეს, მაგრამ ბოლქვაძე და ბუკსა უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ, 7:5 მოიგეს და სეტებში დაწინაურდნენ. მეორე სეტში მეტოქეებმა წონასწორობა აღადგინეს და გადამწყვეტი სუპერტაიბრეიკი აღმოჩნდა, რომელიც 10 ქულამდე მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში კი მარიამმა და მისმა მეწყვილემ 7:5, 5:7, 10:1 გაიმარჯვეს.

ბოლქვაძისა და ბუკსას წყვილი შემდეგ ეტაპზე შვეიცარიელი ქსენია კნოლისა და რუმინელი ელენა გაბრიელა რუსეს წყვილს დაუპირისპირდება. შეხვედრა 29 აპრილს გაიმართება.