მარიამ ბოლქვაძე - დიდი ინსპირაციაა, რომ ქართველმა შეძლო ჩემი ყველაზე საყვარელი ჩოგბურთელის, ფედერერის დამარცხება [ვიდეო] #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძე - დიდი ინსპირაციაა, რომ ქართველმა შეძლო ჩემი ყველაზე საყვარელი ჩოგბურთელის, ფედერერის დამარცხება [ვიდეო] #1TVSPORT

დოჰას ტურნირზე ლეგენდარული როჯერ ფედერერის დამარცხებას გადაცემა „ტაიმაუტში“ ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბასილაშვილის სენსაციური გამარჯვება მისთვის ნამდვილ ინსპირაციად იქცა. 

„მინდა, ნიკუშას მივულოცო ეს ძალიან მაგარი წარმატება. ჩემთვის, როგორც ჩოგბურთელისთვის, დიდი ინსპირაცია და მოტივაციაა, როდესაც ვხედავ, რომ ქართველმა შეძლო ჩემი ყველაზე საყვარელი ჩოგბურთელის, ფედერერის დამარცხება. წარმატებას ვუსურვებ მთელი ტურნირის განმავლობაში და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამ ინსპირაციისა და მოტივაციისთვის“, – თქვა მარიამ ბოლქვაძემ.