მარია შარაპოვა - ორი წუთი კორტზე ყველა დროის უდიდესთან ერთად (ვიდეო)
მარია შარაპოვა - ორი წუთი კორტზე ყველა დროის უდიდესთან ერთად (ვიდეო)

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარია შარაპოვამ საკუთარ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა რაფაელ ნადალთან ერთობლივი ვარჯიშის ვიდეო, რომელსაც ასეთი წარწერა დაურთო: “ორი წუთი კორტზე ყველა დროის უდიდესთან ერთად. ძალიან ვნერვიულობდი”.

ბუნებრივია, ამან როჯერ ფედერერის თაყვანისმცემელთა გაღიზიანება გამოიწვია. კომენტარებში მათ შეახსენეს შარაპოვას, რომ ყველა დროის უდიდესი ჩოგბურთელი სწორედ ფედერერია და არა ნადალი. ზოგიერთმა კი ხუმრობით აღნიშნა, რომ შესაძლოა შარაპოვა ყველა დროის უდიდესში არა ნადალს, არამედ თიხის კორტს გულისხმობდა.

შარაპოვამ და ნადალმა ორშაბათს ივარჯიშეს ერთად რომის ტურნირის წინ. რუსი ჩოგბურთელი პირველ წრეში ავსტრალიელ ეშლი ბარტის შეხვდება, ნადალი კი კაცების “მასტერსზე” გამოსვლას მეორე წრიდან დაიწყებს. მისი მეტოქე ესპანელი ფერნანდო ვერდასკოსა და ბოსნიელი დამირ ძუმჰურის მატჩში გაირკვევა.