ინდიან უელსში ქალთა უმაღლესი კატეგორიის ტურნირი დაიწყო და პირველივე სათამაშო დღეს დიდი მოულოდნელობა მოხდა – მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რუსმა მარია შარაპოვამ საათსა და 35 წუთში ორ სეტში წააგო იაპონელ ნაომი ოსაკასთან – 4:6, 4:6.
ორივე პარტიის სცენარი თითქმის ერთნაირი იყო – იაპონელი ბრეიკით გადიოდა წინ და შარაპოვა ახერხებდა ანგარიშის გათანაბრებას. პირველ სეტში რუსმა ერთი დაკარგული მოწოდება დაიბრუნა, მეორეში – ორი, მაგრამ ორივე პარტის მეათე გეიმში, ოსაკა ახერხებდა ბრეიკის შესრულებას და სეტს თავის სასარგებლოდ ასრულებდა.
საბოლოოდ, იაპონელმა ექვსიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, შარაპოვამ – სამიდან სამი.
ოსაკა მეორე წრეში 31-ე ნომრად განთესილ პოლონელს აგნიეშკა რადვანსკას შეხვდება.