მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რუსი მარია შარაპოვა ფილმში სათამაშოდ მიიწვიეს.
„დიდი სლემის“ ტურნირების ხუთგზის ჩემპიონი მონაწილეობას ფილმ „ოუშენის 11 მეგობრის“ spin-off-ში მიიღებს, რომლის სახელწოდებაა „მის ოუშენის რვა მეგობარი ქალი“. ინფორმაციას ამის შესახებ Tennis World USA ავრცელებს.
ფილმში ასევე მონაწილეობას მიიღებს ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი. ორივე სპორტსმენი კამეოს შეასრულებს. ისინი ფილმში საკუთარ თავს განასახიერებენ.
Ocean’s eight-ის პრემიერა 2018 წლის ივნისისთვის არის დაგეგმილი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ სანდრა ბალოკი, კეიტ ბლანშეტი, ჰელენა ბონემ კარტერი, ენ ჰეტევეი, რიანა და სხვები. ფილმის რეჟისორი და სცენარისტია – ჰარი როსი.