მარი ალავიძე მხატვრულ ცურვაში მსოფლიოს რვა საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა #1TVSPORT
საქართველოს მხატვრული ცურვის ნაკრების წევრმა დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სენიორთა შორის ტექნიკური სოლო პროგრამა შეასრულა.
მარი ალავიძემ 216.7634 ქულა დააგროვა და მსოფლიოს 50 სპორტსმენს შორის მერვე ადგილი დაიკავა.
17 წლის მარი ალავიძემ ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება გუშინ გამართულ წინასწარ შეჯიბრებაზე მოიპოვა, სადაც მეშვიდე ადგილზე გავიდა.